Новости
კომპანია "აქვაგეო"-ს საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო

 

აკრედიტაცია2015 წლის 3 თებერვალს კომპანია ”აქვა გეო”-ს საგამოცდო ლაბორატორიამ სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და მიიღო აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობა.

აკრედიტაცია არის შესაბამისობის შეფასების ორგანოს კომპეტენციის ოფიციალური აღიარება და შესაბამისად ეს აღიარება საერთაშორისო ISO-17025 სტანდარტის მიხედვით საერთაშორისო აღიარებაა და მნიშვნელოვანი წარმატებაა კომპანიისთვის.

ის ფაქტი, რომ ქარხანა, სადაც იწარმოება ნატურალური მინერალური წყალი, აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებული საგამოცდო ლაბორატორიით - მომხმარებლისთვის ძალიან დიდი სანდოობის განცდას ქმნის, რადგან აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება   გამოცდების შედეგების  უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, რაც წარმოადგენს  კომპანიის მიერ  წარმოებული  პროდუქციის სტაბილურად მაღალი ხარისხის  გარანტიას.