წყალი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის სხეულის წონის ორ მესამედზე მეტს შეადგენს, ამიტომ ჩვენ წყლის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.
სხეულიდან 2%-ის სითხის დაკარგვის შედეგად ვითარდება დეჰიდრაცია - გაუწყლოვნება. დეჰიდრაციას თან ახლავს მოკლევადიანი მეხსიერება, მცირე ზომის შრიფტის წაკითხვისას ფოკუსირების პრობლემები, განსაკუთრებით კომპიუტერთან და სხვა.
ყველა უჯრედისა და ორგანოს ფუნქციონირება, რომლისგანაც ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგიაა აგებული დამოკიდებულია ორგანიზმში წყალის ნორმალურ ბალანსზე:
-წყალი სახსრების საპოხი მასალაა
-წყალი არეგულირებს ტემპერატურას
-წყალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვების მონელების პროცესში
-წყალი არეგულირებს მეტაბოლიზმს - ნივთიერებათა ცვლას
-წყალი მნიშვნელოვანი იარაღია დაავადებების პრევენციისთვის
სუფთა წყლის მიღებით შეგვიძლია ჩვენი იმუნური სისტემის შენება, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ჯანმრთელები და დავტკბეთ ზამთრის სეზონის მშვენიერებით გაციების გარეშე.