წყლის ხარისხი


საქართველოს ეროვნული სტანდარტით ნატურალური მინერალური წყალი ეს არის დაბინძურებისგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა საბადოდან ამომავალი წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შემადგენლობა, ტემპერატურა.

Video

სტანდარტები



გარდა ამისა, წყლის დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც არ იწვევს წყლის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემადგენლობის ცვლილებას. კომპანია “აქვა გეო” ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანია წყალს უნარჩუნებს ყველა იმ მინერალს და სასარგებლო თვისებას, რაც ბუნებამ არგუნა. სნო-ს დებეტი 684 000 ლიტრია.

სტანდარტები


წყლის შესახებ ეროვნული სტანდარტების თანახმად მინერალური წყალი სნო ბუნებრივი მიწისქვეშა წყალია, რომელიც ფორმირდება გარკვეულ გეოლოგიურ-სტრუქტურულ, ჰიდროგეოლოგიურ და გეოქიმიურ პირობებში. ხოლო მინერალური წყლის წარმოქმნის თავისებურებები და ფორმირების პირობები განაპირობებენ მის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიური მაჩვენებლების სტაბილურობას.

 

ეროვნული სტანდარტების თანახმად, მინერალური წყლის სნო ჩამოსხმა ხდება ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით დადგენილი წესით დამტკიცებული სანიტარული ნორმებისა და წესების სრული დაცვით.

Video

ორგანოლეპტიკური თვისებების მიხედვით მინერალური წყალი სნო აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს: არ შეიცავს უცხო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მინარევებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და პოლიქლორბიფენილებს, ნავთობპროდუქტებს, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს.



Video

საწარმო

კომპანია “აქვა გეო”-ს საწარმოს დაპროექტება ევროსტანდარტების შესაბამისად მოხდა, რათა თავიდანვე უზრუნველგვეყო ჩვენი საქმიანობის მაღალი ხარისხი. 

მენეჯმენტის მხრიდან კომპანიაში  ISO და HACCP სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან დაცვას წარმოების ყველა ეტაპზე, რაც წყლის მაღალი ხარისხის გარანტია.

აღნიშნული სტანდარტების სერთიფიკატებით კომპანია ადასტურებს მენეჯმენტის მზადყოფნას მუდმივად აკონტროლოს საკუთარი საქმიანობა და გააუმჯობესოს იგი. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიმოქმედოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად და მომხმარებელს უნიკალური მინერალური წყალი სნო მივაწოდოთ