სტუმრად თაკო ბაქრაძესთან

სტუმრად თაკო ბაქრაძესთან

ზამთრის სეზონს კობი ლიმიტირებული ეტიკეტებით შეხვდა, რომლებმაც გამორჩეული სიმსუბუქით შეავსეს მაღაზიის თაროები.

ახალი თაობის მინერალური წყლის ეტიკეტების შესაქმნელად რამდენიმე წამყვანი არტისტი მუშაობდა, მათ შორის იყო თაკო ბაქრაძე, ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი.

 

თაკო არის არტისტი, რომელიც... (გთხოვ, გააგრძელე)

“თაკო არის არტისტი, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას ხელით ხატვის დროს იღებს, გიჟდება პერსონაჟების შექმნაზე და ბევრს ფიქრობს მათზე. ყველაზე მეტად მოსწონს აკვარელის ტექნიკა, თვლის, რომ კარგი აკვარელის ნახატი ერთი ამოსუნთქვით დახატულს უნდა ჰგავდეს, ეს კი დიდ ოსტატობას მოითხოვს. აკრილის, კოლაჟის ტექნიკები და ციფრულად ხატვაც მოსწონს. ამ ეტაპზე შერეული ტექნიკით მუშაობს.”

 

მიგვიყევი როგორ იქმნებოდა ეტიკეტი, რომელიც კობის ზამთრის ლიმიტირებული ხაზისთვის შექმენი, ნამუშევარი საოცრად მსუბუქი და სადღესასწაულოა, რა იყო შენი ინსპირაცია?

“დეკემბერი ჩემი ყველაზე საყვარელი თვეა. დაბადების დღეც დეკემბერში მაქვს და ბავშვობიდან მთელი დეკემბრის თვე ერთი უწყვეტი დღესასწაული იყო  ჩემთვის. ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, ნაირ-ნაირ დეკორაციებს ვამზადებდი ხოლმე სახლისა და ნაძვის ხის მოსართავად. ვეცადე კობისთვის შექმნილ ეტიკეტში მთელი ეს სადღესასწაულო განწყობა გამომეხატა, ციგურებზე სრიალი, არდადეგები, უზრუნველობა, საჩუქრები, თოვა, შობის ღამის სასწაულის ბავშვური აღტკინებით მოლოდინი, თოვლის ბაბუა…”

 

ვიცით წიგნებისთვის ქმნი ილუსტრაციებს ამიტომ, მოდი მოგვიყევი შენს ილუსტრაციებზე და სხვა ნამუშევრებზეც

“როცა ილუსტრაციას ქმნი, ძირითადად ტექსტს ერგები, წაიკითხავ და მერე ცდილობ, გონებაში წარმოდგენილი ქაღალდზე გადმოიტანო. არასდროს გამოდის ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოდგენილი გქონდა და ვფიქრობ, ეს ყველაზე ჯადოსნური რამ არის, თვითონ პროცესი, როცა ინტუიციურად იღებ გადაწყვეტილებებს კომპოზიციასთან, ფერთა გამასთან, პერსონაჟებთან დაკავშირებით და თავისუფლად ნავარდობ ამ უამრავი შესაძლებლობის ნაკადებში. ან უკეთესი გამოდის ხოლმე, ან უარესი. თუ კარგად მიდის მუშაობა, ისე დამათენდება, დროის გასვლას ვერც ვიგებ. ზოგჯერ იმდენად სასიამოვნოა, შეიძლება შეწყვეტა არ მომინდეს და ეს ყველაზე დიდი შეცდომაა ხოლმე. დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ დროულად დასმული წერტილი არის პროფესიონალიზმი. რაღაც მომენტი თუ გაგექცა, მერე ნამუშევარს აფუჭებ. ძალიან მიყვარს როცა ჩემ პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავთ, ამიტომ ადამიანებზე დაკვირვება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობაა. ხატვისას ხშირად რამდენიმე ადამიანის მიქსიც გამხდარა რომელიმე პერსონაჟის პროტოტიპი.”

 

როგორ ქმნი ისტორიას ნახატების მიღმა, მუსიკას თუ უსმენ

“ნახატების მიღმა ისტორიის შექმნისთვის სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი არსებობს. ხატვისას მომწონს ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც თავის განწყობას არ მახვევს თავს და ხელს მიწყობს იმ მომენტისთვის საკუთარის შექმნაში. ხშირად საყვარელ იაპონურ “ემბიენთ” ალბომებს ვუსმენ ხოლმე.”

 

კობის წყალს სვამ?

“კობის წყალი ძალიან მომწონს. ნაზი, დაბალანსებული გემო აქვს. ნამუშევრის შექმნისას კობის წყალს უხვად შევექცეოდი და მსუბუქი შინაარსის შექმნაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა. ისიც მითხრეს მომავალი თაობის მინერალური წყალიაო, ნამდვილად ასეა - მომავალი ხომ სიმსუბუქესთან უნდა ასოცირდებოდეს.”

 

რა კითხვას დაუსვამდი შემდეგ არტისტს და ვინ იქნებოდა ის?

“ბოლოს ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე? - მარიამ ჩოგოვაძე"