სტუმრად სანდრო წივწივაძესთან

სტუმრად სანდრო წივწივაძესთან

დღეს სტუმრად სანდრო წივწივაძესთან ვართ, ადამიანთან რომელიც ენერგიას პირდაპირ გალაქტიკიდან იღებს და შემდგომში სხვა და სხვა დიზაინებში აქსოვს. სანდრო არის ფუნდუკის დამფუძნებელი, არქიტექტორი, პროდუქტის დიზაინერი, საუკეთესო გრაფიკული პროექტების ავტორი, აქსესუარების შემქმნელი, თეატრის მხატვარი და კიდევ მრავალი არტისტული ამბისა თუ მიმართულების ოსტატი. მან კობის არტ კოლექციისთვისაც შექმნა მშვენიერი ეტიკეტი. მოდი გავიცნოთ სანდრო უფრო ახლოს.

 

1. ვინ არის სანდრო წივწივაძე (დაახასიათე საკუთარი არტისული თავი)?

სანდრო არის სიახლეების მოყვარული ადამიანი, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია და ტკბება პროცესით

 

2. შენ ხარ დიზაინერი, რომელსაც მრავალი მიმართულებით შეეძლო გამხდარიყო წარმატებული, დაწყებული არქიტექტურიდან დამთავრებული პროდუქტის დიზაინამდე მაგრამ ვიცით რომ არის მიმართულებები, რომლებიც გამორჩეულად მოგწონს – მოგვიყევი ცოტ–ცოტა თითოეულზე

ნებისმიერი პროცესი, რომელსაც სჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, მოფიქრება, გამჭრიარხი გადაწყვეტილებები, ტექნიკურად გამართვა და საბოლოოდ ხორცის შესხმა ჩემთვის ცხოვრებით ტკბობაა. ამ ეტაპზე კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს პროდუქტის და სამოსის დიზაინი, რომლის შექმნის  პროცესში მთავარი ამომავალი წერტილი სიმსუბუქე და კომფორტია, რომელმაც მფლობელს ცხოვრებით სიამოვნება უნდა მოუტანოს ყოველდღიურიბაში.

 

3. სანდრო, შენი ნამუშევრები და დიზაინები საოცარი სიმსუბუქით გამოირჩევა, მოგვიყევი რას ნიშნავს შენთვის იპოვნო სიმსუბუქე დიზაინში.

ეს ჩემი lifestyle-ია. ჩვენ ერთხელ უკვე ვიპოვნეთ ერთმანეთი და მას მერე მივუყვებით გზას (იცინის)

 

4. სიმსუბუქე იყო ძირითადი მამოძრავებელი, როცა კობის არტ ეტიკეტს ქმნიდი – მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებ. და თავად კობის წყალი და მისი სიმსუბუქე როგორია შენთვის, არტისტისთვის, რომელიც ამ მახასიათებელს ასე აფასებს? 

როგორც უკვე ვთქვი ნებისმიერი სიახლე თუ გამოწვევა მაღგზნებს და კობის არტ-ეტიკეტის შექმნით ძალიან ვისიამოვნე იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს კობი და მე.

 

5. იცი მაშომ დაგიტოვა კითხვა: ცხვირჩიტა მოერევა თუ ქვაჭამია?

ცხვირჩიტა, რა თქმა უნდა

 

6. თავად რა მესიჯს ან კითხვას დაუტოვებდი შენს კოლეგას, გვანცა ჩიჯავაძეს?

რომელ ორ სხვა და სხვა გამოგინილ, მაგრამ ცნობილ პერსონაჟს შეახვედრებდი შენს ხელოვნებაში.